ნავთობისა და გაზის სახელმწიფო სააგენტოს ხელმძღვანელმა გიორგი ტატიშვილმა სამიტში „შავი ზღვის ნავთობი და გაზი“ მიიღო მონაწილეობა
ნავთობისა და გაზის სახელმწიფო სააგენტოს დელეგაციამ, რომელსაც მისი ხელმძღვანელი გიორგი ტატიშვილი ხელმძღვანელობდა, რუმინეთის დედაქალაქ ბუქარესტში გამართულ რეგიონალურ სამიტში „შავი ზღვის ნავთობი და გაზი“ მიიღო მონაწილეობა.
ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო ავრცელებს.
უწყების ცნობით, სამიტზე განხილული იქნა შავი ზღვის ქვეყნებში მიმდინარე ნავთობისა და გაზის პროექტების არსებული მდგომარეობა, სამომავლო პროექტები და ენერგეტიკული წყაროების ჩანაცვლების საკითხები.
აღსანიშნავია, რომ საქართველოში მიმდინარე პროექტებმა სამიტზე დიდი ინტერესი გამოიწვია.
სამიტში მონაწილეობდნენ შავი ზღვის ქვეყნების შესაბამისი სახელმწიფო უწყებების, ნავთობის და გაზის კომპანიების და საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტების წარმომადგენლები.