თეა წულუკიანი – ჰააგის სასამართლოს გადაწყვეტილებაზე: ჭეშმარიტება არის ერთადერთი, ჩვენ, ქართველები გავხდით ეთნიკური წმენდის მსხვერპლნი

მინდა, ყველა ქართველ პროკურორს, რომლებიც იუსტიციის სამინისტროსთან ერთად მაშინ მუშაობდნენ, რომ ჭეშმარიტება არ გამრუდებულიყო ჰააგაში, მივულოცო დიდი შედეგი, ჭეშმარიტება კი არის ერთადერთი, ჩვენ, ქართველები გავხდით ეთნიკური წმენდის მსხვერპლნი, ჩვენ დავკარგეთ არაერთი სიცოცხლე, – ამის შესახებ საქართველოს კულტურის მინისტრმა, თეა წულუკიანმა ჟურნალისტებს განუცხადა, რითაც ჰააგის სასამართლოს წინასასამართლო პალატის მიერ დე ფაქტო სამხრეთ ოსეთის სამი ყოფილი მაღალჩინოსნის მიმართ დაკავების განჩინებების გამოცემას გამოეხმაურა.

„მე გავიხსენებდი ამასთან დაკავშირებით იმ შეხვედრას, რომელიც მე მქონდა ფატუ ბენსუდასთან, რომელიც იყო ჰააგის სასამართლოს პროკურორი და რამდენიმე თვეში უკვე უსრულდებოდა უკვე მას თავისი უფლებამოსილება. რასაკვირველია, მაშინ მან ვერანაირი კონკრეტული ინფორმაცია ვერ გასცა, მას ეს ეკრძალებოდა, მაგრამ ეს იყო ის დღე, რამდენიმე წლის წინ, როდესაც თქვა, რომ პირები იდენტიფიცირებულები არიან, გარკვეული კონკრეტული შედეგი გამოძიებას უკვე მალე ექნებაო და ეს არის ის შედეგი, რომელსაც დღეს ვხედავთ. მინდა, ყველა იმ ქართველ პროკურორს, რომლებიც ჩვენთან ერთად, იუსტიციის სამინისტროსთან ერთად მაშინ მუშაობდნენ, რათა ჭეშმარიტება არ გამრუდებულიყო ჰააგაში, მივულოცო ეს დიდი შედეგი, ჭეშმარიტება კი არის ერთადერთი, რომ ჩვენ გავხდით ქართველები ეთნიკური წმენდის მსხვერპლნი, რომ ჩვენ დავკარგეთ არაერთი სიცოცხლე, რომ ჩვენი სამხედრო ტყვეები იქნენ წამებისა და მოკვდინების მსხვერპლნი. ეს გამოძიება ამ პირებზე არ უნდა შეჩერდეს, უნდა გაგრძელდეს, ვინაიდან უფრო მეტი დანაშაულია ჩადენილი. ყველა მტკიცებულება ჩვენი მხარიდან არის წარდგენილი. მინდა, ქართველ პროკურორებთან ერთად, ჰააგის სასამართლოს პროკურორებსაც მივულოცო ეს შედეგი, ვინაიდან გამოძიების მსვლელობისას, როდესაც პირების იდენტიფიცირება ხდება და დაკავების ორდენი გამოიცემა, პირველ ყოვლისა, ეს გამომძიებლების, კვალიფიციური მუშაობის შედეგია“, – განაცხადა თეა წულუკიანმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები