ჯანმო კორონავირუსის შემთხვევების მკვეთრ მატებას პროგნოზირებს

ევროპის ქვეყნებში ზაფხულში კორონავირუსით ინფიცირების მაღალი სიხშირეა მოსალოდნელი, – განაცხადა APF-თან ინტერვიუში ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ევროპის რეგიონული ოფისის დირექტორმა, ჰანს კლუგემ.

მისი თქმით, ბოლო ერთი თვის განმავლობაში, ევროპაში ინფიცირების მაჩვენებელი სამჯერ გაიზარდა.

კლუგე ამბობს, რომ ევროპის 53 ქვეყანაში ყოველდღიურად თითქმის 500 ათასი ადამიანი ინფიცირდება, დღეში, დაახლოებით, 500 ადამიანი იღუპება – ამ დონის სიკვდილიანობა 2020 წლის ზაფხულში ფიქსირდებოდა.

”გამომდინარე იქიდან, რომ ევროპის ქვეყნებმა შეზღუდვები მოხსნეს, ზაფხულში ვირუსის გავრცელება მაღალი ტემპით მოხდება. ვირუსი არ გაქრება მხოლოდ იმის გამო, რომ ქვეყნები შეწყვეტენ მის მონიტორინგს. ის კვლავ ვრცელდება, კვლავ იცვლება და კვლავ კლავს ადამიანებს”, – თქვა მან.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები