რუსეთმა ბრინჯის ექსპორტი შეაჩერა
რუსეთმა წლის ბოლომდე საკვების ამინომჟავების, ბრინჯის და ბრინჯის ბურღულის ექსპორტი შეზღუდა.
გადაწყვეტილება ძალაში 1-ელი ივლისიდან 31 დეკემბრის ჩათვლით იქნება.
აღინიშნება, რომ გადაწყვეტილებები მიზნად ისახავს ქვეყნის სასურსათო უსაფრთხოების უზრუნველყოფას, ამ პროდუქტებზე სტაბილური შიდა ფასების შენარჩუნებას, ასევე, მეცხოველეობისა და გადამამუშავებელი მრეწველობის მხარდაჭერას.
ამავდროულად, დროებითი აკრძალვა არ ვრცელდება ევრაზიის ეკონომიკური კავშირის ქვეყნებზე, ოკუპირებულ აფხაზეთსა და ე.წ. სამხრეთ ოსეთზე, ასევე, დონეცკისა და ლუგანსკის ე.წ. სახალხო რესპუბლიკებზე.