ვოლოდიმირ ზელენსკი: კუნძული ზმეინი არის სტრატეგიული პუნქტი და მისი გათავისუფლება მნიშვნელოვნად შეცვლის სიტუაციას შავ ზღვაში

კუნძული ზმეინი არის სტრატეგიული პუნქტი და მნიშვნელოვნად შეცვლის სიტუაციას შავ ზღვაში, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ყოველდღიურ შემაჯამებელ ვიდეომიმართვაში განაცხადა.

მისი თქმით, აღნიშნული კუნძულის გათავისუფლება არ არის უსაფრთხოების გარანტია, თუმცა უკრაინელები თანდათანობით გააძევებენ ოკუპანტებს მათი მიწიდან.

„დღევანდელი დღის სიტყვა ნამდვილად არის კუნძული ზმეინი. როგორც ჩანს, ამდენი ამ კუნძულზე მხოლოდ მაშინ ვისაუბრეთ, როდესაც იქ რუსული გემი ჩავიდა. შემდეგ გემიც სამუდამოდ წავიდა და ახლა კუნძულიც თავისუფალია. მადლობას ვუხდი დაზვერვის მთავარ სამმართველოს, ალფას მებრძოლებს, ჩვენს არტილერისტებს, არმიის პილოტებს, „ალექსანდრიას“ მეთაურებს.

კუნძული ზმეინი არის სტრატეგიული პუნქტი და მნიშვნელოვნად შეცვლის სიტუაციას შავ ზღვაში. ეს ჯერ არ არის უსაფრთხოების გარანტია. ეს ჯერ კიდევ არ არის გარანტია, რომ მტერი არ დაბრუნდება, მაგრამ ეს მნიშვნელოვნად ზღუდავს ოკუპანტების მოქმედების შესაძლებლობას. ჩვენ თანდათანობით გავაძევებთ მათ ჩვენი ზღვიდან, ჩვენი მიწიდან და ციდან“, – განაცხადა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები