აშშ-ის პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის განცხადებით, მსოფლიოს მასშტაბით, საწვავის ფასების ზრდა და სურსათის დეფიციტი რუსეთის მიერ უკრაინაში შეჭრით არის გამოწვეული.
„საბოლოოდ, საწვავის ფასების ზრდის მიზეზი არის რუსეთი. რუსეთი, რუსეთი, რუსეთი. მიზეზი, რის გამოც სურსათის კრიზისი არსებობს, არის რუსეთი“, – აღნიშნა ბაიდენმა მადრიდში, ნატოს სამიტზე გამართულ პრესკონფერენციაზე.