დიმიტრი ხუნდაძე: ძალიან კარგად ვიცნობ ანრი ოხანაშვილს – მოწესრიგებული, წესიერი ადამიანია და მიკვირს, რომ ასეთ ინციდენტში აღმოჩნდა

ძალიან კარგად ვიცნობ ანრი ოხანაშვილს, მის პიროვნებას, ესაა ძალიან მოწესრიგებული, წესიერი ადამიანი და ძალიან მიკვირს, რომ ის ასეთ ინციდენტში აღმოჩნდა, – ამის შესახებ დამოუკიდებელმა დეპუტატმა, დიმიტრი ხუნდაძემ ამერიკის საელჩოს შენობაში „ტვ პირველის“ დამფუძნებელ ვატო წერეთელსა და „ქართული ოცნების“ დეპუტატ ანრი ოხანაშვილს შორის მომხდარ ინციდენტზე საუბრისას ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში განაცხადა.

„კიდევ უფრო უარესია, როდესაც ეს ამერიკის საელჩოში ხდება. ვფიქრობ, რომ გამოძიება ამას დაადგენს“, – განაცხადა დიმიტრი ხუნდაძემ.

ცნობისთვის, „ტვ პირველის“ დამფუძნებელი ვატო წერეთელი აცხადებს, რომ აშშ-ის საელჩოს ტერიტორიაზე „ქართული ოცნების“ დეპუტატები თავს დაესხნენ და ფიზიკურად გაუსწორდნენ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები