მიხეილ სააკაშვილისთვის ბრალის დამძიმებას ელჩები გამოეხმაურნენ

  საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილისთვის მორიგი ბრალის წაყენების შესახებ განცხადებები გააკეთეს საქართველოს დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებმა, რომლებიც ამბასადორიალს ესწრებიან. აშშ-ში საქართველოს ელჩის, არჩილ გეგეშიძის თქმით, პარტნიორების მხრიდან სააკაშვილის საქმესთან დაკავშირებით შეკითხვები არსებობს, ხოლო იმისთვის, რომ საქმეზე შეკითხვები არ არსებობდეს, პროცესი გამჭირველედ უნდა წარიმართოს.
„ისმის კითხვები, ახალი ხელისუფლება რატომ აძლევს მათ წინამორბედებს პასუხისგებაში, რაც მათ წარმოდგენაში ქმნის პოლიტიკურად მოტივირებული პროცესის აღქმას. თავად ბრალის შინაარსის და სისწორის მიმართ მათ შეკითხვები არ გააჩნიათ. ეს არ ნიშნავს იმას, რომ გადაცდომა არ შეიძლება მოხდეს. უბრალოდ ყველაფერი კეთდება იმისთვის, რომ ეს არ მოხდეს“, – განაცხადა გეგეშიძემ.
მოლდოვაში საქართველოს ელჩის მერაბ ანთაძის განცხადებით კი, მოლდოვაში საქართველოს ექსპრეზიდენტის სისხლის სამართლებრივ პასუხისგებაში მიცემისადმი ინტერესი არ არსებობს.
„რეაგირება მოლდოვაში ამ საკითხთან დაკავშირებით არანაირი არ ყოფილა, არც მედიის დონეზე, არც ადგილობრივი უწყებების დონეზე. ასე, რომ ეს საკითხი, როგორც ჩანს, მოლდოვაში ამ ეტაპზე არ არის აქტუალური“, – განაცხადა ანთაძემ.
შეგახსენებთ, რომ ვალერი გელაშვილის საქმესთან დაკავშირებით მთავარ პროკურატურაში საგანგებო ბრიფინგი გაიმართა. როგორც ძალოვან უწყებაში აცხადებენ, ყოფილი დეპუტატის ცემის ფაქტთან დაკავშირებით, მხილებულ იქნენ დანაშაულის ორგანიზატორები: საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი და შინაგან საქმეთა ყოფილი მინისტრი ივანე მერაბიშვილი.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები