თბილისის საკრებულომ დედაქალაქის მთავრობა დაამტკიცა

დედაქალაქის საკრებულომ თბილისის მთავრობის ახალი შემადგენლობა, მათ შორის მერის მოადგილეები დაამტკიცა. თბილისის მერის პირველი მოადგილის თანამდებობა კულტურის მინისტრის ყოფილმა მოადგილემ ალექსანდრე მარგიშვილმა დაიკავა, თბილისის მერის მოადგილეები კი გახდნენ ნინო ხატისკაცი, გიორგი ხელაია, გიორგი სოლომონია და ალუდა გოგლიჩიძე.
თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის საქალაქო სამსახურების უფროსების თანამდებობები კი შემდეგნაირად გადანაწილდა: მერიის საფინანსო საქალაქო სამსახურის უფროსი – ლევან თევზაია;
მერიის სოციალური მომსახურებისა და კულტურის საქალაქო სამსახურის უფროსი – გელა ჩივიაშვილი;
მერიის ეკონომიკური პოლიტიკის საქალაქო სამსახურის უფროსი – ირაკლი ბერეკაშვილი;
მერიის ტრანსპორტის საქალაქო სამსახურის უფროსი – პაატა ჯაჭვლიანი;
მერიის მუნიციპალური შესყიდვების საქალაქო სამსახურის უფროსი – დავით მორალიშვილი;
მერიის კეთილმოწყობის საქალაქო სამსახურის უფროსი – ავთანდილი სუდაძე;
მერიის ეკოლოგიისა და გამწვანების საქალაქო სამსახურის უფროსი – ბიძინა გიორგობიანი;
მერიის იურიდიული საქალაქო სამსახურის უფროსი – გურანდა რომანაძე;
მერიის უსაფრთხოების საქალაქო სამსახურის უფროსი – ვალერი პაპიაშვილი;
მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის უფროსი – გეგი ნიჟარაძე;
მერიის ადმინისტრაციის უფროსი – რევაზ ჩახავა.
დავით ნარმანიას შეფასებით, ყველა მათგანი პროფესიონალიზმის, მაღალი კვალიფიკაციისა და მრავალმხრივი სამუშაო გამოცდილების მიხედვით შეარჩია.
რაც შეეხება, თბილისის რაიონების გამგებლებს, საბურთალოს გამგებლი გახდა ბექა მიქაუტაძე, ვაკის – გივი ჭიჭინაძე, მთაწმინდის – გელა არჩვაძე, ჩუღურეთის – ზურაბ ჩიკვილაძე, დიდუბის – ირმა ზავრადაშვილი, ნაძალადევის _ ზაზა გაბუნია, გლდანის – ბესიკ ქარცივაძე, კრწანისის – გიორგი კოპალეიშვილი, ისნის – ვახტანგ ქიზიყურაშვილი, სამგორის კი – მამუკა ჩოქური.
საკრებულოს ოპოზიციამ თბილისის მთავრობის შემადგენლობას მხარი არ დაუჭერა.
საკრებულოს დამოუკიდებელმა დეპუტატმა, ალეკო ელისაშვილმა კი მთავრობის ახალი შემადგენლობის მხოლოდ ნაწილს გამოუცხადა ნდობა.
სხდომა კენჭისყრის დაწყებამდე კითხვა – პასუხის რეჟიმში გაიმართა და სამ საათზე მეტ ხანს გაგრძელდა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები