ესპანეთის პრემიერ-მინისტრი: წლების განმავლობაში, ნატოს წევრები გულუბრყვილოები იყვნენ რუსეთთან ურთიერთობებში
წლების განმავლობაში, ნატოს წევრები გულუბრყვილოები იყვნენ რუსეთთან ურთიერთობებში, – ამის შესახებ ესპანეთის პრემიერ-მინისტრმა, პედრო სანჩესმა CNN-ს განუცხადა.
მადრიდში, ნატოს სამიტზე გამოსვლისას სანჩესმა აღნიშნა, რომ ნატო პუტინს უგზავნის მკაფიო გზავნილს, რომ ალიანსი აპირებს მხარი დაუჭიროს უკრაინას, სანამ რუსული ჯარები არ დატოვებენ ქვეყანას და ისინი პატივს არ სცემენ უკრაინის ტერიტორიულ მთლიანობას და ეროვნულ სუვერენიტეტს.
„ვფიქრობ, მნიშვნელოვანია საერთაშორისო თანამეგობრობის, განსაკუთრებით ნატოს მოკავშირეების და, რა თქმა უნდა, დიდი შვიდეულის, ერთიანობისა და ერთგულების გზავნილი, რათა შესაძლებელი გახდეს იმ სცენარში დაბრუნება, სადაც სხვადასხვა ქვეყანა, განსაკუთრებით კი რუსეთი, პატივს სცემენ წესებზე დაფუძნებულ საერთაშორისო წესრიგს, რომელსაც ძირი გამოეთხარა უკრაინაში ამ საშინელი ომის გამო.
დღეს ჩვენ ვხედავთ პუტინისა და მისი რეჟიმის ექსპანსიონისტურ და იმპერიალისტურ ქცევას და ეს რაღაც მიუღებელია. ვფიქრობ, მნიშვნელოვანია ის, რასაც ახლა ვამტკიცებთ მადრიდის სამიტზე, რაც არის რუსეთის სტრატეგიული საფრთხის განსაზღვრა მოკავშირეებისთვის და იმის განსაზღვრა, თუ რა არის ის საშუალებები, ინსტრუმენტები, რომლის გამოყენებასაც ვაპირებთ ამ გლობალურ საფრთხეზე პასუხის გასაცემად“, – განაცხადა სანჩესმა.