ბაიდენმა ერდოღანს ფინეთისა და შვედეთის ნატოში გაწევრიანებაზე თანხმობისთვის მადლობა გადაუხადა

President Joe Biden meets with Turkey's President Recep Tayyip Erdogan during the NATO summit in Madrid, Wednesday, June 29, 2022. (AP Photo/Susan Walsh)

აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა თურქ კოლეგას, რეჯეფ თაიფ ერდოღანს ფინეთისა და შვედეთის ნატოში გაწევრიანებაზე თანხმობისთვის მადლობა გადაუხადა.

„მინდა განსაკუთრებული მადლობა გადაგიხადოთ იმისთვის, რაც ფინეთთან და შვედეთთან მიმართებაში გააკეთეთ და მთელი იმ წარმოუდგენელი შრომისთვის, რომლითაც თქვენ ცდილობთ მარცვლეულის გამოტანას უკრაინიდან. თქვენ შესანიშნავ საქმეს აკეთებთ“, – განუცხადა ბაიდენმა ერდოღანს მადრიდში, ნატოს სამიტზე.

თავის მხრივ, ერდოღანი იმედოვნებს, რომ დიპლომატიური მცდელობები უკრაინიდან მარცვლეულის გამოტანას ხელს შეუწყობს.

„ვლოცულობ, რომ ჩვენ შევძლებთ დიპლომატიური გზით ბალანსის აღდგენას, რათა მივაღწიოთ პოზიტიურ შედეგებს, განსაკუთრებით მარცვლეულის მხრივ. რუსეთსა და უკრაინას შორის კონფლიქტი და უკრაინის პორტებიდან მარცვლეულის გატანასთან დაკავშირებული ნეგატიური მოვლენები, ისევე როგორც ნავთობთან და ბუნებრივ აირთან მიმართებით არსებული ვითარება, მოითხოვს ყველას ერთობლივ მუშაობას, რათა ერთხელ და სამუდამოდ მოგვარდეს დავები“, – განაცხადა ერდოღანმა.

ცნობისთვის, თურქეთი თანახმაა ფინეთისა და შვედეთის ნატოში გაწევრიანების წინადადებებს მხარი დაუჭიროს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები