სირიამ დონეცკის და ლუგანსკის ე.წ. სახალხო რესპუბლიკების ე.წ. დამოუკიდებლობა აღიარა

სირია დონეცკისა და ლუგანსკის ე.წ.სახალხო რესპუბლიკების ე.წ. დამოუკიდებლობას აღიარებს.

ამის შესახებ ქვეყნის საგარეო საქმეთა სამინისტროში განაცხადეს.

ივნისის შუა რიცხვებში სირიის პრეზიდენტმა, ბაშარ ალ-ასადმა განაცხადა, რომ შესაბამისი პროცედურის დაწყების ბრძანება გასცა.

უკრაინის დონბასის რეგიონის ე.წ. დამოუკიდებლობა პირველმა რუსეთმა 21 თებერვალს აღიარა, 24 თებერვალს კი ის უკრაინაში “დენაციფიკაციისა” და “დემილიტარიზაციის” საბაბით უკრაინაში შეიჭრა. ამასთან, კრემლი უკრაინაში სრულმასშტაბიან ომს “სპეცოპერაციას” უწოდებს.

აღსანიშნავია, რომ სირია ის ქვეყანაა, რომელმაც რუსეთის მიერ ოკუპირებული საქართველოს რეგიონების აფხაზეთისა და ე.წ.სამხრეთ ოსეთის ე.წ. დამოუკიდებლობა აღიარა. საპასუხოდ, თბილისმა სირიასთან დიპლომატიური ურთიერთობა გაწყვიტა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები