ფინეთი და შვედეთი ნატო-ში ოფიციალურად მიიწვიეს

ნატო-მ ფინეთი შვედეთი ბლოკში ოფიციალურად მიიწვია.

„ჩვენ კიდევ ერთხელ ვადასტურებთ ჩვენს ერთგულებას ნატო-ს ღია კარის პოლიტიკის მიმართ. დღეს ჩვენ გადავწყვიტეთ, მოვიწვიოთ ფინეთი და შვედეთი ნატო-ს წევრებად და შევთანხმდით გაწევრიანების ოქმებზე ხელმოწერაზე“, – ნათქვამია ალიანსის ვებგვერდზე გამოქვეყნებულ ოფიციალურ განცხადებაში.

დოკუმენტში ასევე ნათქვამია, რომ „ალიანსში ნებისმიერი გაწევრიანებისას სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია ყველა მოკავშირის უსაფრთხოების ლეგიტიმური ინტერესების გათვალისწინება“.

„ჩვენ მივესალმებით ამ საკითხზე თურქეთს, ფინეთსა და შვედეთს შორის სამმხრივი მემორანდუმის დადებას. ფინეთისა და შვედეთის გაწევრიანება მათ უფრო უსაფრთხოს გახდის, ნატო-ს კი – უფრო ძლიერს და ევროატლანტიკურ სივრცეს – უფრო უსაფრთხოს“, – ნათქვამია განცხადებაში.

ნატო-მ ხაზგასმით აღნიშნა, რომ ფინეთისა და შვედეთის უსაფრთხოებას ალიანსისთვის პირდაპირი მნიშვნელობა აქვს, მათ შორის, გაწევრიანების პროცესში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები