თინა კანდელაკი აშშ-ის სანქციათა სიაშია შეყვანილი
შეერთებულმა შტატებმა რუსეთის წინააღმდეგ პერსონალური სანქციების სია გააფართოვა, რომელშიც დამატებით 29 ფიზიკური მოხვდა.
მათ შორის არიან: რუსეთის თავდაცვის ყოფილი მინისტრი, “როსტეხის” ხელმძღვანელი, ანატოლი სერდიუკოვი და ტელეწამყვანი, “გაზპრომ-მედა”-ს გენერალური დირექტორის მოადგილე, თინა კანდელაკი.
კანდელაკის გარდა, სიაში მოხვდა მისი მეუღლე, “როსტეხის” სპეციალური დავალებების დირექტორი, ვასილი ბროვკო, ისევე – როგორც მისი პირველი ქორწინების შვილები, მელანია და ლეონტი კონდრახინები.
გარდა ამისა, სანქციების ქვეშ მოექცა კიდევ 70 ორგანიზაცია, რომელიც რუსეთის სამხედრო ინდუსტრიასთან არის დაკავშირებული, რომელთა შორის ასევე “როსტეხია”.