“რუსული ტერორის გადატეხა თანამედროვე იარაღით არის შესაძლებელი” – ზელენსკიმ ნატო-ს წევრი ქვეყნების ლიდერებს მიმართა

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ნატო-ს წევრი ქვეყნების ლიდერებს მიმართა, რომლებიც მადრიდში სამდღიანი სამიტისთვის შეიკრიბნენ.

მან ალიანსის წევრი ქვეყნების ლიდერებს მოუწოდა, დაეხმარონ უკრაინას რუსეთის ტერორის შეჩერებასა და უსაფრთხოების საერთო სივრცეში “ადგილის პოვნაში”.

ამის შესახებ Eurointegration წერს.

თავის გამოსვლაში ზელენსკიმ აღნიშნა, რომ ომი, რომელიც უკვე ოთხ თვეზე მეტია – გრძელდება, არ უნდა გაჭიანურდეს, ამიტომ, უკრაინას მეტი იარაღი, კერძოდ, უფრო თანამედროვე არტილერია სჭირდება.

“ომი არ უნდა გაჭიანურდეს. ეს რომ არ მოხდეს, რომ გადავტეხოთ რუსული საარტილერიო უპირატესობა, ჩვენ გვჭირდება ბევრად მეტი თანამედროვე სისტემები, თანამედროვე არტილერია”, – თქვა მან.

უკრაინას პირველი პირის თქმით, ქვეყანას ასევე სჭირდება თანამედროვე სარაკეტო და საჰაერო თავდაცვა.

”ჩვენთვის ასეთი იარაღის მოწოდებით თქვენ შეძლებთ რუსული ტაქტიკის მთლიანად გადატეხას, რომელიც ქალაქების განადგურებასა და მშვიდობიანი მოსახლეობის წინააღმდეგ ტერორზეა მიმართული. ეს არის ფუნდამენტური რამ. კიევიდან მადრიდამდე მანძილი იმაზე ნაკლებია, ვიდრე იმ რაკეტების რადიუსის დიაპაზონი, რომლებსაც ჩვენს წინააღმდეგ იყენებენ. როგორ შეიძლება, ერთმა სახელმწიფომ უპასუხოს ასეთ საფრთხეს პარტნიორების დახმარების გარეშე? შეგიძლიათ ასეთი დახმარების გაწევა?“, – განაცხადა მან.

ასევე, ზელენსკიმ მოუწოდა ლიდერებს უკრაინის არა მხოლოდ იარაღით, არამედ ფინანსებითა და სანქციებით დახმარებისკენ – “რუსეთის წინააღმდეგ ისეთი სანქციებით, რომლებიც წაართმევენ მას ომის დაფინანსების შესაძლებლობას”.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები