“მსოფლიოს მამაცი ნატო სჭირდება” – ზელენსკიმ ნატო-ს სამიტს მიმართა

რუსეთის შემოჭრის წინააღმდეგ რეალური მარცხის ასაცილებლად, მსოფლიომ მამაცი ნატო სჭირდება, – განაცხადა უკრაინის პრეზიენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ნატო-ს წევრი ქვეყნების ლიდერებისადმი ვიდეომიმართვის დროს, რომლებიც მადრიდში სამიტზე შეიკრიბნენ.

მისი თქმით, მომავალ წელს სამიტში მისი პირდაპირი მონაწილეობა იქნებოდა “ჩვენი ერთობლივი გამარჯვების” მტკიცებულება.

„მაგრამ მომავალ წელს სიტუაცია შეიძლება, გაუარესებული იყოს ალიანსის ნამდვილი მარცხი, თუ რუსეთის იერიშების ქვეშ არა მხოლოდ უკრაინა, არამედ რამდენიმე სხვა სახელმწიფო აღმოჩნდება, შესაძლოა – ალიანსის წევრებიც კი“, – თქვა მან.

ზელენსკიმ აღნიშნა, რომ რუსეთის მიზნები „ყველასთვის ცნობილი“ და „ცხადია“, რადგან რუსეთი დიდი ხანია, ალიანსს თავის მტრად მიიჩნევს.

„მას არ სურს დონბასში ან უკრაინის სადმე სამხრეთით გაჩერება, მას სურს ქალაქიდან ქალაქის დაპყრობა უნდა ევროპაში, იმ ქალაქების, რომლებსაც რუსეთის ხელმძღვანელობა საკუთრებად და არა დამოუკიდებელ სახელმწიფოებად მიიჩნევს. ეს არის რუსეთის რეალური მიზანი. საკითხავია, ვინ არის შემდეგი? მოლდოვა? ბალტიის ქვეყნები? პოლონეთი? პასუხი – ყველა მათგანია“, – განაცხადა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები