რუსეთმა უკრაინის მიმართულებით ცეცხლი გახსნა
უკრაინული მედიის განცხადებით, უკვე 4 საათია აღმოსავლეთ უკრაინის ტერიტორიების მიმართულებით ცეცხლია გახსნილი. რუსული მხარე „გრადის“ ტიპის დანადგარებიდან ისვრის. ანტიტერორისტული ოპერაციის ხელმძღვანელის მოადგილე არსებულ მდგომარეობასთან დაკავშირებით საგანგებო განცხადებას აკეთებს. მისი თქმით, უკრაინა რუსული ჯარის რეალური შეჭრის საფრთხის წინაშე დგას. მისი განმარტებით, საზღვართან 33 ათასი რუსი სამხედროა მობილიზებული.
ამ მოვლენებთან დაკავშირებით პარალელურად განცხადებას ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტი აკეთებს. ჯინ ფსაკმა შეშფოთება გამოთქვა ასტრახანში რუსული არმიის საჰაერო ძალებისა და ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვის სისტემების წვრთნასთან დაკავშირებით. მან კიდევ ერთხელ დაადანაშაულა კრემლი პრორუსულად განწყობილი სეპარატისტების დაფინანსებასა და მათთვის იარაღის მიწოდებაში.