სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს ნატო-ს საპარლამენტო დელეგაცია ეწვია

საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს საქართველოში ვიზიტად მყოფი, ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეის თავდაცვისა და უსაფრთხოების კომიტეტის, უსაფრთხოებისა და თავდაცვის მომავალი შესაძლებლობების ქვეკომიტეტის დელეგაცია ეწვია.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ინფორმაციით, დელეგაციის წევრებს სიტყვით სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის პირველმა მოადგილემ – ალექსი ბატიაშვილმა მიმართა და ყურადღება ქვეყანაში არსებულ უსაფრთხოების გარემოზე, ჰიბრიდულ საფრთხეებზე, ოკუპირებულ ტერიტორიებსა და რეგიონში არსებულ მდგომარეობაზე გაამახვილა.

„სტუმრებს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის საინფორმაციო-ანალიტიკური დეპარტამენტის დირექტორმა გიორგი საბედაშვილმა ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული უსაფრთხოების გარემოსა და ქვეყანაში არსებული ჰიბრიდული საფრთხეების შესახებ პრეზენტაცია წარუდგინა.

პრეზენტაციის დასრულების შემდეგ შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში გაგრძელდა“, – აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები