120 საერთაშორისო ექსპერტი ,,ბოინგ 777“-ის ავიაკატასტროფის ადგილზე მივიდა

   დღეს დონეცკის ოლქში დაახლოებით 120 საერთაშორისო ექსპერტი ,,ბოინგ 777“-ის ავიაკატასტროფის ადგილზე მივიდა. ისინი გააგრძელებენ დაღუპულთა ცხედრების მოძებნას და მათ ტრასპორტირებას დანიშნულების ადგილზე. ამის შესახებ  ევროპის საერთაშორისო მონიტორინგის მისიის ორგანიზატორებმა განაცხადეს. კომისიის განცხადებით, ექსპერტთა ჯგუფში შედიან სპეციალისტები ავსტრალიიდან, ჰოლანდიიდან, მალაიზიიდან და ევროპის სხვა ქვეყნებიდან. ოფიციალური კიევის განცხადებით, საერთაშორისო ექსპერტებს სრულფასოვანი მუშაობისთვის ყველა პირობა ექნებათ შექმნილი.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები