რას აცხადებდა მერაბიშვილი გელაშვილის ცემის ფაქტზე 2005 წელს

   ყოფილი დეპუტატის ვალერი გელაშვილის ცემის ფაქტთან დაკავშირებით 2005 წელს, შინაგან საქმეთა მაშინდელი მინისტრი ვანო მერაბიშვილი აცხადებდა, რომ მისთვის მთავარი დანაშაულის გახსნა იყო და გამოძიების დეტალებზე საუბარს არ აპირებდა.
“მთავარია ეს დანაშაული გაიხსნას, ამ გამოძიების დეტალებზე საუბარს არ ვაპირებ“, – აღნიშნავდა მერაბიშვილი.
შეგახსენებთ, რომ ვალერი გელაშვილის ცემის ფაქტზე, 2014 წლის 24 აპრილს პასუხისგებაში მიეცნენ ერეკლე კოდუა და გიორგი სირაძე სსკ-ის 333-ე მუხლის მესამე ნაწილით და 237-ე მუხლის მეოთხე ნაწილით, მათ მიმართ საერთაშორისო ძებნაა გამოცხადებული.
დღეს კი ამავე საქმეზე ბრალი დაუძიმდათ მიხეილ სააკაშვილსა და ვანო მერაბიშვილს.
როგორც პროკურატურაში აცხადებენ, მიხეილ სააკაშვილის და ივანე მერაბიშვილის მიმართ გამოძიება გრძელდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 333-ე მუხლის მესამე ნაწილით, რაც სასჯელის სახედ და ზომად თავისუფლების 3 დან 8 წლამდე ვადით აღკვეთას ითვალისწინებს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები