ბათუმის სასამართლოში ასლან აბაშიძის დაცვის ყოფილი ხელმძღვანელის საქმის განხილვა გაიმართა
ბათუმის საქალაქო სასამართლოში ასლან აბაშიძის დაცვის ყოფილი ხელმძღვანელის დავით ხალვაშის საქმის არსებითი განხილვა გაიმართა. მისმა ადვოკატებმა დავით ჯაფარიძემ და ვაჟა ხახუტაიშვილმა დააყენეს 6 წლითა და 9 თვით პატიმრობის 10- ათასლარიანი გირაოთი შეცვლის შუამდგომლობა, რომელიც მოსამართლე დავით მამისეიშვილმა არ დააკმაყოფილა.
დავით ხალვაშს იგივე „ქელფეთას“ პროკურატურა ბიზნესმენ თამაზ გელაძის გატაცებას, მისთვის 800 ათასი დოლარი ღირებულების ქონების და ფულის გამოძალვას, უკანონო შეიარაღებული ფორმირების შექმნას ედავება.
პროკურორი რამაზ შავაძე ხალვაშისთვის თავისუფლების აღკვეთას 6 წლით და 9 თვით ითხოვს. საქმის განსახილველად მოსამართლემ მომდევნო სხდომა 25 სექტემბერს ჩანიშნა.