მებაჟე ოფიცრებმა სადახლოზე დიდი რაოდენობით არადეკლარირებული ოქროს ნაკეთობების შემოტანის ფაქტები აღკვეთეს
ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის საბაჟო გამშვებ პუნქტში, ,,სადახლო-საავტომობილო” კანონდარღვევის 2 ფაქტი აღიკვეთა. კერძოდ, მებაჟე ოფიცრებმა ეჭვის საფუძველზე უცხო ქვეყნის მოქალაქეების როგორც ფიზიკური, ასევე კუთვნილი ბარგის დათვალიერების შედეგად, არადეკლარირებული ოქროს საიუველირო ნაკეთობები (საერთო წონა – 279,9 გრამი) გამოავლინეს.
ფინანსთა სამინისტროს ინფორმაციით, არადეკლარირებული საქონლის საერთო საბაჟო ღირებულებამ 42 919,23 ლარი შეადგინა.
საქმის მასალები, შემდგომი რეაგირების მიზნით, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურს გადაეცა.