თელავის თეატრი კუნძულ მალტაზე ხელოვნების საერთაშორისო ფესტივალში მიიღებს მონაწილეობას

28 ივნისს, თელავის თეატრი გაემგზავრა კუნძულ მალტაზე, სადაც 12 ივლისის ჩათვლით ხელოვნების საერთაშორისო ფესტივალი “EuroArt2022″ გაიმართება. ინფორმაციას თელავის თეატრი ავრცელებს.

ფესტივალზე წარმოდგენილი იქნება სპექტაკლი „როცა ძალიან მოგენატრები”. რეჟისორი ავთო ვარსიმაშვილი.

ამავე ფესტივალის ფარგლებში დამეგობრდებიან ქალაქები, რომლის ცერემონიალსაც თელავის მუნიციპალიტეტის მერი ლევან ანდრიაშვილი დაესწრება.

გასტროლი ხორციელდება საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მხარდაჭერით.

„დიდი მადლობა პროექტის განხორციელებისთვის ფესტივალის წარმომადგენელს საქართველოში ქალბატონ ირინა ცერცვაძეს“, – აღნიშნულია ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები