გია მურღულია: „სიქსტის კაპელაში“ ერთდროულად მღეროდა ჩვენი სამშობლოს წარსული, აწმყო და მომავალი“

ფილოლოგი გია მურღულია სოციალურ ქსელში „სიქსტის კაპელაში“ სამების საკათედრო ტაძრის მგალობელთა გუნდის კონცერტს ეხმიანება და წერს, რომ გუშინ საქართველომ ევროპასა და მთელ მსოფლიოს კიდევ ერთხელ უჩვენა, როგორ იქმნება ბგერისგან სიყვარულიც და ღირსებაც.

„გოეთეს სიტყვებია:

„ვისაც „სიქსტის კაპელა“ არ უნახავს, ის ვერასდროს გაიგებს, რის გაკეთება შეუძლია ერთ ადამიანს”.

მართალია! – და მიქელანჯელომ ეს დაიმსახურა.

კიდევ ერთი რამ არის მართალი:

ვისაც ქართული საგალობლები არ მოუსმენია, ის, რამდენიმე სხვა შემთხვევასთან ერთად, ძნელად თუ გაიგებს, რა შეუძლია მთელ ერს.

გუშინ საქართველომ ევროპასა და მთელ მსოფლიოს კიდევ ერთხელ უჩვენა, როგორ იქმნება ბგერისგან სიყვარულიც და ღირსებაც.

ამ დღეს „სიქსტის კაპელაში“ ერთდროულად მღეროდა ჩვენი სამშობლოს წარსული, აწმყო და მომავალი.

ამ სიტყვებში პათეტიკის მისხალსაც კი არ ვგულისხმობ – ეს გონიერი, რაციონალური, იმედიანი და საკუთარ თავში დარწმუნებული საქართველოს ფიქრი და განწყობაა.

ჯერ საკუთარ თავში იმარჯვებ და შემდეგ – მის გარეთ“! – წერს გია მურღულია.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები