ნინო კობახიძე: „თუ შესაძლებელი გახდება, ბუნებრივია, შეხვედრა გაიმართება”

  მთავრობის ადმინისტრაციის უფროსის მოადგილე ნინო კობახიძე არასამთავრობოების ინიციატივას გამოეხმაურა, რომლებიც პრემიერ-მინისტრთან შეხვედრას ითხოვენ.
მისი თქმით, ირაკლი ღარიბაშვილის არასამთავრობო ორგანიზაციებთან შეხვედრის შესაძლებლობის საკითხი კონსულტაციების შემდეგ გადაწყდება.
“არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლებს პრემიერ-მინისტრთან შეხვედრის სურვილი არაერთხელ გამოუთქვამთ. პრემიერთან გავივლით კონსულტაციებს და იმ შემთხვევაში, თუ შესაძლებელი გახდება, ბუნებრივია, ეს შეხვედრა შედგება. დღეს ამ თემაზე საუბარი და კონსულტაციები არ ყოფილა”, – განაცხადა კობახიძემ.
ირაკლი ღარიბაშვილის შეფასებით, სამოქალაქო სექტორიც ხშირად, სამწუხაროდ, ავლენს ტენდენციურობას და მიკერძოებულობას.
მისი თქმით, აუცილებელია, მთავრობას, სამოქალაქო სექტორსა და მედიას შორის აქტიური კომუნიკაცია, რათა ხარვეზებზე დაუფარავად საუბარი მოხდეს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები