ვლადიმერ პუტინი სომხეთ-აზერბაიჯანის კონფლიქტში ჩაერია

  რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი მომავალ უქმეებზე  აზერბაიჯანის და სომხეთის პრეზიდენტებს შეხვდება. შეხვედრაზე განსახილველი თემა იქნება სამხედრო კონფლიქტი მთიან ყარაბაღში. სამხედრო ექსპერტების აზრით, მიუხედავად რუსეთის ჩარევისა, მოსალოდნელია კონფლიქტის ესკალაცია. რუსეთის ფედერაციის საგარეო საქმეთა მინისტრის სერგეი ლავროვის განმარტებით, ვლადიმერ პუტინი სოჭში სომხეთის და აზერბაიჯანის პრეზიდენტებს სერჟ სარქისიანს და ილჰამ ალიევს შეხვდება. სერგეი ლავროვის თქმით, 9 აგვისტოს შაბათს გაიმართება ინდივიდუალური შეხვედრები ვლადიმერ პუტინთან, ხოლო კვირას დაგეგმილია სამმხრივი შეხვედრა. აღნიშნულ მხარეებს შორის ბოლო შეხვედრა  სოჭში 2012 წელს შედგა. როგორც მაშინ გახდა ცნობილი, მხარეებმა მიაღწიეს სრულ შეთანხმებას ყველა განსახილველ საკითხზე, თუმცა გარკვეული პაუზის შემდეგ, 31 ივლისს, კვლავ დაიძაბა სიტუაცია აღნიშნულ რეგიონში. ორმხრივი სროლის შედეგად რამდენიმე ათეული მეომარი დაიღუპა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები