შალვა პაპუაშვილი: მოწოდება მექნება, რომ ვისაც პოლიტიკური დღის წესრიგი აქვს და უნდა – ამ დღის წესრიგის განმსაზღვრელი იყოს, რეორგანიზდეს პოლიტიკურ პარტიად

,,არათუ პოლიტიკური ორგანიზაციები, არამედ ზოგიერთი არასამთავრობო ორგანიზაცია იმის ნაცვლად, რომ დეპოლარიზაციის ხელშემწყობი იყოს, თავად აღვივებს პოლარიზაციას”, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.

მისივე თქმით, ზოგიერთი ორგანიზაცია პოლიტიკის მონაწილეა ისე, რომ პოლიტიკურ პარტიად ორგანიზებული არ არიან.

“სამწუხაროა, რომ პოლიტიკაში პირდაპირ ჩართულია რამდენიმე არასამთავრობო ორგანიზაცია, რაც ეწინააღმდეგება მათ ნეიტრალობის პრინციპს, მაგრამ დიდი ხანია, ვხედავთ, რომ ზოგიერთი ორგანიზაცია მონაწილეა პოლიტიკის ისე, რომ პოლიტიკურ პარტიად ორგანიზებული არ არიან. მათ მიმართ მოწოდება მექნება, რომ ვისაც პოლიტიკური დღის წესრიგი აქვს და უნდა ამ დღის წესრიგის განმსაზღვრელი იყოს, რეორგანიზდეს პოლიტიკურ პარტიად, შემოვიდეს ჩვენს მოედანზე, როგორც პოლიტიკური პარტია, გაამხილოს თავისი თავი პოლიტიკურ პარტიად და იბრძოლოს ამ ველზე და არა – სხვა ველზე, არასამთავრობო სექტორის თუ მედიის ველზე, რომ იქიდან კვაზი არასამთავრობო, კვაზი მედიის სახით იყოს და, რეალურად, პოლიტიკური პარტიის როლს ასრულებდეს“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები