“ყველა ჩვენგანისთვის ძალიან მნიშვნელოვანი კვირა გველოდება” – ზელენსკი
უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ მიმდინარე კვირა უკრაინისთვის მნიშვნელოვანი იქნება.
ამის შესახებ მან ომის 123-ე დღის ბოლოს, უკრაინელებისადმი ტრადიციულ ვიდეომიმართვაში თქვა.
“ეს კვირა ძალიან მნიშვნელოვანი იქნება ყველა ჩვენგანისთვის. ამიტომ, ჩვენ ვაგრძელებთ მუშაობას ყველა დონეზე და არ ვანელებთ ტემპს”, – განაცხადა ზელენსკიმ.