დიდი ბრიტანეთის მინისტრი გადადგა
დღეს დილით ღაზას სექტორში მოვლენების გამო ბარონესა საიდი ვერსიმ გადადგომის შესახებ ოფიციალური განცხადება დაწერა, რომლის მიზეზიც არის ღაზას სექტორში პოლიტიკური სტრატეგიის გამო უთანხმოება დიდი ბრიტანეთის მთავრობასთან.
,,ძალიან დიდი წუხილით მივწერე წერილი პრემიერ-მინისტრ დევიდ კემერონს ჩემი გადადგომის თაობაზე, რადგან მე არ შემიძლია მხარი დაუჭირო დიდი ბრიტანეთის ოფიციალურ პოლიტიკას ღაზას სექტორში მიმდინარე მოვლენების გამო“, – დაწერა საიდი ვარსიმ ტვიტერის გვერდზე.
შეგახსენებთ, რომ ბარონესა საიდი ვარსი არის პირველი მუსულმანი ქალი, რომელიც 2007 წელს ლორდთა პალატის წევრი გახდა, მოგვიანებით კი – კონსერვატიული პარტიის სიით დიდი ბრიტანეთის მინისტრი საგარეო ურთიერთობათა და თანამეგობრობის საკითხებში.