“დიდი შვიდეულის” ლიდერები გერმანიაში შეხვედრაზე იკრიბებიან
G7-ის ლიდერები გერმანიაში შეხვედრაზე იკრიბებიან, სადაც უკრაინაში არსებულ ვითარებას, ენერგეტიკის დეფიციტს და სასურსათო კრიზისს განიხილავენ.
მედიის ცნობით, ლიდერები, სავარაუდოდ, უკრაინის მხარდასაჭერად ერთიანი ფრონტის ჩვენებასა და კრემლზე ზეწოლის გაზრდას შეეცდებიან. თუმცა, როგორც საინფორმაციო სააგენტო „როიტერსი“ წერს, მათ სურთ თავიდან აირიდონ ისეთი სანქციები, რომლებმაც შესაძლოა გლობალური კრიზისი გააძლიეროს და ინფლაცია გამოიწვიოს.
გერმანიის სამთავრობო წყაროს ცნობით, რომლის ვინაობაც არ სახელდება, ლიდერებს ოფიციალურ შეხვედრამდე რუსული ნავთობის იმპორტის შესაძლო ფასის ლიმიტის შესახებ „ნამდვილად კონსტრუქციული“ საუბრები ჰქონდათ.