გია ვოლსკი: ვფიქრობ, საქართველოში ხელისუფლებამ გააკეთა ყველაფერი, რათა გადაერჩინა საზოგადოება და ქვეყანა სერიოზული რყევისგან

ძალიან გული მწყდება, რომ ახალგაზრდების გარკვეული რაოდენობა შეცდომაშია შეყვანილი იმასთან დაკავშირებით, თუ რას ჰქვია ევროპა, როგორი უნდა იყოს ევროპული ქვეყანა, – ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, გია ვოლსკიმ ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში განაცხადა.

მისი თქმით, ვფიქრობ, საქართველოში ხელისუფლებამ გააკეთა ყველაფერი, რათა გადაერჩინა საზოგადოება და ქვეყანა სერიოზული რყევისგან.

„გული მწყდება ახალგაზრდებზე – ვის მიყვები?! ადამიანს, რომელმაც შენი წლოვანების ხალხი აწამა?! ამიტომ ერთობლივი მუშაობაა საჭირო და ერთმანეთის ლეგიტიმაციის ცნობა. ჩვენ ამისთვის მზად ვართ. რაც მადარდებს ეს არის, რომ ახალგაზრდები ვერ ერკვევიან, იგივე მაკრონის გამოთქმულ გეოპოლიტიკურ თემაზე, ევროპულ არქიტექტურაზე, საქართველოს როლზე. სიტუაციას რომ დახედო ზემოდან რა ხდება, ვფიქრობ, საქართველოში ხელისუფლებამ გააკეთა ყველაფერი, რათა გადაერჩინა საზოგადოება და ქვეყანა სერიოზული რყევისგან“, – განაცხადა გია ვოლსკიმ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები