ლარი მცირედით გაუფასურდა
საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად ლარი მცირედით გაუფასურდა.
25 ივნისს ერთი ამერიკული დოლარი 2.9360 ლარი ეღირება, ევრო – 3.0954 ლარი, ხოლო ბრიტანული გირვანქა სტერლინგი – 3.6122 ლარი.
დღევანდელი კურსით, ერთი ამერიკული დოლარი 2.9355 ლარი ღირდა, ევრო – 3.0840 ლარი, ხოლო ფუნტი – 3.5819 ლარი.
განახლებული კურსი ხვალიდან ამოქმედდება.