ნატო სომხეთ-აზერბაიჯანის საზღვარზე სამხედრო ძალების ექსკალაციით შეშფოთებულია
ჩრდილო ატლანტიკური ალიანსი სომხეთ-აზერბაიჯანის საზღვარზე სამხედრო ძალების ექსკალაციით შეშფოთებულია, – ამის შესეხებ ნატოს სრულუფლებიანმა რეზიდენტ-კორდინატორმა სამხრეთ კავკასიის საკითხებში უილიამ ლაუმ განაცხადა. მისი თქმით, არსებული დაძაბული სიტუაცია სომხეთ-აზერბაიჯანის საზღვართან ხიფათს უქმნის არა მარტო ამ ორი ქვეყნის სუვერენიტეტს, არამედ მთელ კავკასიის რეგიონს. უილიამ ლაუმ ხაზგასმით აღნიშნა, რომ ჩრდილო ატლანტიკური ალიანსი მხარს უჭერს აზერბაიჯანის ტერიტორიულ მთლიანობას და მთიანი ყარაბაღის საკითხზე სამშვიდობო მოლაპარაკების მომხრეა.