იაპონიასა და სამხრეთ კორეას ერთდროულად 5 ტროპიკული შტორმი უახლოვდება

იაპონიასა და სამხრეთ კორეას ერთდროულად 5 ტროპიკული შტორმი უახლოვდება. როგორც უცხოური მედია ამერიკელ და იაპონელ სინოპტიკოსებზე დაყრდნობით იტყობინება, წყნარ და ატლანტიკის ოკეანეებში ერთდროულად რამდენიმე შტორმი ძალას იკრებს.
ტაიფუნი “ჰალონგი” უკვე გაძლიერდა მეხუთე კატეგორიამდე და 2014 წლის ყველაზე საშიშ ტაიფუნად ითვლება. სინოპტიკოსები ვარაუდობენ, რომ “ჰალონგი” იაპონიის ტერიტორიებს 9 აგვისტოსთვის მიუახლოვდება.
ეს ქვეყნითვის ამ სეზონზე უკვე მეორე ტროპიკული ციკლონია.
იაპონიაში ამ დრომდე ცდილობენ ტაიფუნ “ნაკრის” შედეგებთან გამკლავებას, რომელმაც ქვეყანას რამდენიმე დღის წინ გადაუარა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები