აშშ-ის პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის ადმინისტრაცია, უკრაინისთვის სამხედრო დახმარების მორიგი პაკეტის შესახებ, სავარაუდოდ, დღეს განაცხადებს.
ამის შესახებ ინფორმაციას „სიენენი“ ამერიკის ოფიციალურ წარმომადგენელზე დაყრდნობით ავრცელებს.
გამოცემის ცნობით, პაკეტი შესაძლოა მოიცავდეს დამატებით მაღალი მობილურობის საარტილერიო სარაკეტო სისტემებს (HIMARS), ასევე საარტილერიო საბრძოლო მასალებს. წყაროს თქმით, აღნიშნული სამხედრო პაკეტის ღირებულება სავარაუდოდ, 500 მილიონ დოლარს არ აღემატება.
თეთრი სახლი აღნიშნულთან დაკავშირებით წინასწარ არ საუბრობს, თუმცა მათი თქმით, ბაიდენის ადმინისტრაციაში აცხადებენ, რომ აშშ უკრაინის უსაფრთხოებისთვის დახმარებას რეგულარულად გააგრძელებს.