შვეიცარიამ რუსეთის წინააღმდეგ სანქციების ახალი სია გამოაქვეყნა

   შვეიცარიის მთავრობამ რუსეთის წინააღმდეგ სანქცირებული შავი სია გააფართოვა, რომელშიც კიდევ 26 პერსონა და 18 ორგანიზაცია მოხვდა. ამის შესახებ ინფორმაცია საინფორმაციო სააგენტო ,,იტარ-ტასმა“ გაავრცელა, რომელიც შვეიცარიის ეკონომიკის სამინისტროს მონაცემებს ეყრდნობა. ახალ შავ სიაში მოხვდნენ: „ეფ-ეს-ბეს“ დირქტორი ალექსანდრე ბორტნიკოვი, დაზვერვის უფროსი მიხაილ ფრადკოვი, სახელმწიფო უშიშროების კომისიის წევრები: ნიკოლაი პატრუშევი, ბორის გრიზლოვი და რაშიდ ნურგალიევი. ჩეჩნეთის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე რამზან კადიროვი, „ეფ-ეს-ბეს“  გენერალი სერგეი ბესედა, დუმის დეპუტატი მიხეილ დეგტირიოვი, კრასნოდარის მხარის გუბერნატორი ალექსანდრე ტკაჩოვი და თვითგამოცხადებული რესპუბლიკების სამთვრობო კომისიის წევრები.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები