მცხეთაში საერთაშორისო ოლიმპიური დღე აღინიშნა

დღეს, მცხეთის ცენტრალურ მოედანზე, საერთაშორისო ოლიმპიურ დღის აღსანიშნავად, მარათონული გარბენი და ველოსიპედებით სვლა გაიმართა, რომელიც რეგიონული ოლიმპიური ორგანიზაციის ეგიდითა და მცხეთის მუნიციპალიტეტის მერიის მხარდაჭერით ჩატარდა, მარათონში მონაწილეობას იღებდნენ როგორც აქტიური, ასევე, დამწყები და ვეტერანი სპორტსმენები: ნიჩბოსნები, ფეხბურთელები, ველოსპორტსმენები, მოჭიდავეები და მოყვარულები. ღონისძიების ბოლოს, მონაწილეებს ორგანიზატორებისგან სამახსოვრო საჩუქრები გადაეცათ.

მცხეთის მუნიციპალიტეტის მერია საერთაშორისო ოლიმპიურ დღეს ულოცავს სხვადასხვა თაობის ოლიმპიელებს და საქართველოს ოლიმპიური გუნდის წევრებს, ვინც იღწვის ქვეყანაში სპორტის განვითარებისთვის, ცხოვრების ჯანსაღი წესის დამკვიდრებისთვის, ოლიმპიური ფასეულობების პოპულარიზაციისთვის.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები