ავღანეთის პაქტიკას პროვინციაში 22 ივნისს 6,1 მაგნიტუდის მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რიცხვი შესაძლოა, 1500 აღწევდეს.
ამის შესახებ Al Jazeera “თალიბანის” მთავრობის წარმომადგენელზე დაყრდნობით იტყობინება.
ამავე მონაცემებით, 2000-მდე ადამიანი დაშავებულია, ამასთან, ნანგრევებში ამ დრომდე რჩებიან ადამიანები.
როგორც, თავის მხრივ, გაერო-ს წარმომადგენლებმა თქვეს, „სავარაუდოა, რომ მსხვერპლთა რიცხვი სამძებრო-სამაშველო ოპერაციების გაგრძელებისთანავე გაიზარდოს“.