ლონდონის კანალიზაციაში პოლიომელიტის ვირუსი აღმოაჩინეს
დიდი ბრიტანეთის ჯანმრთელობის უსაფრთხოების ორგანოში განაცხადეს, რომ ლონდონში კანალიზაციის გეგმური შემოწმების დროს პოლიომელიტის ვირუსი აღმოაჩინეს.
აღნიშნულია, რომ თებერვლიდან მაისამდე პერიოდში პოლიოვირუსის ტიპი 2 რამდენიმე ნიმუშში გამოავლინეს.
უწყებაში ვარაუდობენ, რომ ის ერთი ოჯახის წევრებს აქვთ, თუმცა, დადასტურებული შემთხვევები ჯერ არ არის.
ეპიდემიოლოგი ვანესა სალიბა ხაზს უსვამს, რომ ვაქცინით მიღებული პოლიოვირუსის ტიპი 2 იშვიათია, ამიტომ, საზოგადოებისთვის დაბალი რისკია.
პოლიომიელიტის ვირუსი ლონდონის კანალიზაციაში ადრეც იყო ნაპოვნი, მაგრამ ასეთი შემთხვევები იყო ერთეული. ამჯერად, ვირუსი რამდენიმე თვის ინტერვალით აღებულ ნიმუშებში დადასტურდა – ბოლოს ასეთი რამ 1984 წელს მოხდა.
პოლიომიელიტის ვირუსმა შესაძლოა, ზურგის ტვინი და, ნაწილობრივ, თავის ტვინის ნერვი დააზიანოს, რამაც შესაძლოა, გამოიწვიოს დამბლა და, იშვიათ შემთხვევებში – სიკვდილი.
ადამიანების უმეტესობას დაავადება გარეშე სიმპტომების გარეშე გადააქვს და შესაძლოა, არც კი იცოდნენ, რომ ინფიცირებულები არიან.