ესპანეთში, 1979 წლის შემდეგ, ქოლერის პირველი შემთხვევა დადასტურდა

ესპანეთში, კასტილია-ლა-მანჩას​ ავტონომიურ გაერთიანებაში ქოლერის ინფექციის შემთხვევა დაფიქსირდა.

ამის შესახებ გაზეთი El Pais-ი წყაროებზე დაყრდნობით წერს.

არსებული ინფორმაციით, მოზარდი ფერმაში დაუმუშავებელი წყლის დალევის შემდეგ დაინფიცირდა. მოგვიანებით გოგონა საავადმყოფოში მოათავსეს, ამ დროისთვის ის უკვე ბინაზეა გაწერილი.

ადგილობრივი ხელისუფლება ცდილობს, დაადგინოს ინფიცირების წყარო, ასევე, არიან თუ არა კიდევ ინფიცირებულები.

გამოცემის ცნობით, ეს შესაძლოა, 1979 წლის შემდეგ, ესპანეთში ქოლერის ინფექციის პირველი ავტოქტონური (გარე ფაქტორებისგან დამოუკიდებელი) შემთხვევა იყოს.

როგორც გამოცემას ადგილობრივ ხელისუფლებაში განუცხადეს, „ჩვენ არ ვსაუბრობთ სერიოზულ შემთხვევაზე, ფერმის დახურვის მიუხედავად, სანამ არ დადასტურდება, რომ მოსახლეობას საფრთხე არ ემუქრება“.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები