ოკუპანტები ლისიჩანსკს უახლოვდებიან
რუსი ოკუპანტები ლისიჩანსკს უახლოვდებიან, ქალაქის დაბომბვა არ წყდება.
ამის შესახებ ლუგანსკის რეგიონალური სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა, სერგეი გაიდაიმ Telegram-ში დაწერა.
“რუსები ლისიჩანსკს უახლოვდებიან, იკავებენ ახლოს მდებარე დასახლებულ პუნქტებს. ქალაქს არტილერიიდან, ტანკებისგან და თვითმფრინავებიდან ბომბავენ. გვყავს, სულ მცირე, სამი დაშავებული მშვიდობიანი მოქალაქე, რამდენიმე პოლიციელი დაშავდა”, – დაწერა მან.