მაკა ბოჭორიშვილი საქართველოში ხორვატიის რესპუბლიკის ელჩს შეხვდა

ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ, მაკა ბოჭორიშვილმა ხორვატიის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩთან საქართველოში (რეზიდენციით ბაქო), ბრანკო ზებიჩთან გაცნობითი შეხვედრა გამართა.

პარლამენტის ინფორმაციით, შეხვედრაზე საუბარი შეეხო 17 ივნისს ასოცირებული ტრიოს ქვეყნებისთვის ევროკომისიის მიერ გაკეთებულ მოსაზრებაზე და 23-24 ივნისს დაგეგმილი ევროპული საბჭოს მოლოდინებზე, ასევე, ორმხრივი ურთიერთობების გაღრმავებისა და ევროკავშირში ინტეგრაციის გზაზე ხორვატიის მხარდაჭერის მნიშვნელობაზე.

მაკა ბოჭორიშვილმა ყურადღება გაამახვილა საქართველოს ხელისუფლების მიერ ასოცირების დღის წესრიგით გათვალისწინებული რეფორმების განხორციელების დინამიკასა და სამომავლო გეგმებზე. ბრანკო ზებიჩი მიესალმა საქართველოს მიერ ევროკავშირის წევრობისკენ გადადგმულ ნაბიჯებს, საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის მიმართ ხორვატიის მტკიცე მხარდაჭერა დაადასტურა და გამოცდილების გაზიარების მზაობა გამოთქვა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები