„60-იანი წლების ქართული კინოს” რეტროსპექტივა 24 ივნისიდან განახლდება

მაყურებელთა დიდი ინტერესის გათვალისწინებით, „60-იანი წლების ქართული კინოს” რეტროსპექტივა  24 ივნისიდან განახლდება. – ინფორმაციას ეროვნული კინოცენტრი ავრცელებს.
კინოჩვენებები გაიმართება ყოველდღე, 24 ივნისიდან 5 ივლისის ჩათვლით, საქართველოს კინოაკადემიის კინოდარბაზში (თბილისი, ძმები კაკაბაძეების #2).
დასწრება თავისუფალია.
საქართველოს ეროვნული კინოცენტრისა და საქართველოს ეროვნული არქივის ორგანიზებულ კინოჩვენებებზე ციფრულად რესტავრირებული 60-იანი წლების ქართული კინოკლასიკის გამორჩეული ნამუშევრებია წარმოდგენილი.
იხილეთ პროგრამა:
24 ივნისი, 19:00 – „მაგდანას ლურჯა“ (1956), რეჟისორები: თენგიზ აბულაძე, რეზო ჩხეიძე
25 ივნისი, 19:00 – „ფერისცვალება“ (1968), რეჟისორი ლანა ღოღობერიძე
26 ივნისი, 19:00 – „თეთრი ქარავანი“ (1963), რეჟისორები: ელდარ შენგელაია და თამაზ მელიავა
27 ივნისი, 19:00 – „გიორგობისთვე“ (1966), რეჟისორი ოთარ იოსელიანი
28 ივნისი, 19:00 – „ალავერდობა“ (1962), რეჟისორი გიორგი შენგელაია
29 ივნისი, 19:00 – „ფიროსმანი“ (1969), რეჟისორი გიორგი შენგელაია
30 ივნისი, 19:00 – „მე-19 საუკუნის ქრონიკა“ (1978), რეჟისორი ალექსანდრე რეხვიაშვილი
1 ივლისი, 19:00 – „პირველი მერცხალი“ (1975), რეჟისორი ნანა მჭედლიძე
2 ივლისი , 19:00 – „შერეკილები“ (1974), რეჟისორი ელდარ შენგელაია
3 ივლისი, 19:00 – „დიდი მწვანე ველი“ (1967), რეჟისორი მერაბ კოკოჩაშვილი
4 ივლისი, 19:00 – „ერთი ნახვით შეყვარება” (1975), რეჟისორი რეზო ესაძე
5 ივლისი, 19:00 – „მონანიება” (1984), რეჟისორი თენგიზ აბულაძე.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები