მეგი გოცირიძე: მოვითხოვ, უზრდელმა ცენზორმა, არაევროპელმა ნანკა კალატოზიშვილმა არ წაიყვანოს მომდევნო აქცია და მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერს აღარ მოგვაყენოს შეურაცხყოფა!

„ნაციონალური მოძრაობის“ მხარდამჭერი, მეგი გოცირიძე 20 ივნისს გამართულ აქციას სოციალურ ქსელში ეხმიანება.

როგორც ცნობილია, აქცია ნანკა კალატოზიშვილს მიყავდა, რამაც მეგი გოცირიძის მხრიდან უკმაყოფილება გამოიწვია.

გოცირიძე მოითხოვს, მომდევნო აქცია ნანკა კალატოზიშვილმა არ წაიყვანოს და მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერებს შეურაცხყოფა აღარ მიაყენოს.

„მოვითხოვ: უზრდელმა ცენზორმა, კაცთმოძულე, არაევროპელმა, გოიმმა ნანკა კალატოზიშვილმა არ წაიყვანოს მომდევნო აქცია და იქ მისულ ათიათასობით, მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერს აღარ მოგვაყენოს შეურაცხყოფა!“, – წერს მეგი გოცირიძე.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები