ავღანეთში მიწისძვრას, სულ მცირე, 120 ადამიანი ემსხვერპლა

ავღანეთისა და პაკისტანის ზოგიერთ რაიონში გამთენიისას 6,1 მაგნიტუდის მიწისძვრა მოხდა.

ამის შესახებ ინფორმაციას აშშ-ის გეოლოგიური სამსახური ავრცელებს.

აღინიშნება, რომ მიწისძვრა ავღანეთის სამხრეთ-აღმოსავლეთში, ქალაქ ხოსტიდან დაახლოებით 44 კილომეტრში, 51 კმ სიღრმეში დაფიქსირდა.

ავღანეთის სამხრეთ-აღმოსავლეთით მდებარე პაქტიკასა და ხოსტის პროვინციებში მიწისძვრის შედეგად, სულ მცირე, 120 ადამიანი დაიღუპა, სულ მცირე – 250 ადამიანი დაშავდა.

ამის შესახებ ,,წითელი ნახევარმთვარის,, სამხრეთ-დასავლეთის ზონის ხელმძღვანელმა, ელიას ნასერმა განაცხადა.

“წინასწარი ინფორმაციით, 100 ადამიანი დაიღუპა პაქტიკაში, გიანის რეგიონში, ხოლო 20 ცხედარი ავღანეთის სოფელ დუბაიშია ნაპოვნი. ჩვენი ჯგუფები გიანის რეგიონში ჩავიდნენ,” – თქვა მან.

პაკისტანის მედია წერს, რომ ისლამაბადსა და ქვეყნის დანარჩენ ნაწილებში საშუალო სიძლიერის მიწისქვეშა ბიძგები იგრძნობოდა.

ასევე, 5,3 მაგნიტუდის მიწისძვრა დაფიქსირდა ირანში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები