მსოფლიო ბანკმა ებოლას ეპიდემიასთან საბრძოლველად 200 მილიონი დოლარი გამოყო

  მსოფლიო ბანკმა „ებოლას” წინააღმდეგ საბრძოლველად 200 მილიონი დოლარი გამოყო. როგორც უცხოური მედია იუწყება, თანხის ნაწილი მიმართული იქნება იმ ქვეყნებისკენ, სადაც ეპიდემია ყველაზე მეტად მძვინვარებს და გარდაცვლილთა რაოდენობა ძალიან დიდია.
როგორც ცნობილია, „ებოლა” იშვიათი, მაგრამ სასიკვდილო ვირუსია, რომელიც, ძირითადად, ვრცელდება დასავლეთ, ან ცენტრალური აფრიკაში. დაავადების შემთხვევები გვხვდება ადამიანებში და პრიმატებში (მაიმუნი).
„ებოლას” ვირუსის ბუნებრივი რეზერვუარი უცნობია, თუმცა გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ადამიანი ინფიცირდება დაავადებულ ცხოველთან, ან ადამიანთან კონტაქტით, ან სისხლით. ხშირია ინფექციის საავადმყოფოებში გავრცელების შემთხვევები. ვირუსის სიმპტომები 2-დან 21 დღემდე ვითარდება. პაციენტს ახასიათებს მაღალი ტემპერატურა, თავისა და ყელის ტკივილი, სისუსტე, ტკივილი მუცლის არეში, გარეგანი და შინაგანი სისხლჩაქცევები სხეულზე. 2014 წლის 23 ივლისის მონაცემებით, 1200-მდე დაავადებულთაგან 700-მდე, სამწუხაროდ, ფატალური შემთხვევით დამთავრდა. სხვადასხვა ორგანიზაციები, როგორიცაა აშშ-ს დაავადებათა კონტროლის ცენტრი, დასავლეთ აფრიკის ქვეყნების ეკონომიკური გაერთიანება, ევროკომისია და წითელი ჯვარი მობილიზაციას უკეთებენ პერსონალს და გამოყოფენ ფონდებს დაავადების აღმოსაფხვრელად.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები