ჯანსუღ კახიძის ცენტრში „ნიჭიერთა ათწლედის“ მოსწავლეთა კონცერტი თბილისის სიმფონიურ ორკესტრთან ერთად გაიმართება
23 ივნისს, 19:30 საათზე, ჯანსუღ კახიძის სახელობის თბილისის მუსიკალურ-კულტურულ ცენტრში გაიმართება ზაქარია ფალიაშვილის სახელობის ცენტრალური სამუსიკო სკოლა „ნიჭიერთა ათწლედის“ მოსწავლეთა კონცერტი თბილისის სიმფონიურ ორკესტრთან ერთად. ინფორმაციას კულტურის სამინისტრო ავრცელებს.
კონცერტს დავით მუქერია უდირიჟორებს.
კონცერტში მონაწილეობას მიიღებენ „ნიჭიერთა ათწლედის“ წარჩინებული მოსწავლეები: გაბრიელ ბერიძე (ას. პროფ. თამარ ბულიას კლასი), ანა ბერიაშვილი (ას. პროფ. გიორგი ხაინდრავას კლასი), შმაგი სიხარულაშვილი (დამს. პედ. ვეკა სვანიძის კლასი), მარიამ ჩახვაძე (ას. პროფ. ნინო ქათამაძის კლასი), ბექა სიხარულიძე (პედ. მამუკა სიხარულიძის კლასი)
პროგრამაშია:
I განყოფილება
ჰ. ვიეტანი – სავიოლინო კონცერტი N5, ლა-მინ. თხზ. 37, I ნაწ.
ასრ. გაბრიელ ბერიძე (ას. პროფ. თამარ ბულიას კლასი)
ე. შოსონი – „პოემა“ ვიოლინოსა და ორკესტრისათვის, თხზ. 25
ასრ. ანა ბერიაშვილი (ას. პროფ. გიორგი ხაინდრავას კლასი)
რ. შუმანი – საფორტეპიანო კონცერტი ლა-მინ, თხზ. 54, I ნაწ.
ასრ. შმაგი სიხარულაშვილი (დამს. პედ. ვეკა სვანიძის კლასი)
II განყოფილება
ს. რახმანინოვი – საფორტეპიანო კონცერტი N3 რე-მინ, I ნაწ.
მარიამ ჩახვაძე (ას. პროფ. ნინო ქათამაძის კლასი)
ფ. ლისტი – საფორტეპიანო კონცერტი N1, მი ბემოლ-მაჟ.
ბექა სიხარულიძე (პედ. მამუკა სიხარულიძის კლასი)
მსურველებს ბილეთების შეძენა შეუძლიათ ვებგვერდზე: https://biletebi.ge/…/2306-nichierta-attsledis…?