15 დაღუპული და 16 დაჭრილი – რუსმა ოკუპანტებმა ხარკოვი დაბომბეს

ხარკოვის ოლქში რუსი ოკუპანტების დაბომბვის შედეგად, 15 ადამიანი დაიღუპა, 16 კი დაიჭრა.

უკრაინული მედიის ინფორმაციით, აღნიშნულის შესახებ ხარკოვის ოლქის სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა, ოლეგ სინეგუბოვმა განაცხადა.

„საღამოს რუსმა ოკუპანტებმა ცეცხლი გაუხსნეს ჩუგუევის თემს. წინასწარი მონაცემებით, დაიღუპა 6 და დაიჭრა 4 მშვიდობიანი მოქალაქე. მონაცემები განახლებულია“, – აცხადებს სინეგუბოვი.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები