პრემიერმინისტრი, ირაკლი ღარიბაშვილი კატარის ემირთან, შეიხ თამიმ ბინ ჰამად ბინ ხალიფა ალ-თანისთან შეხვედრას სოციალურ ქსელ „ტვიტერში” ეხმაურება

საქართველოს პრემიერმინისტრი, ირაკლი ღარიბაშვილი კატარის ემირთან, შეიხ თამიმ ბინ ჰამად ბინ ხალიფა ალ-თანისთან შეხვედრას სოციალურ ქსელ „ტვიტერში” ეხმაურება.

„მერგო პატივი, შევხვედროდი ყატარის სახელმწიფოს ემირს, მის უდიდებულესობა შეიხ თამიმ ბინ ჰამად ალ-თანის.
გამოვთქვი მზაობა ჩვენს ქვეყნებს შორის არსებული თანამშრომლობის შემდგომ გაფართოებაზე ყველა მიმართულებით. დარწმუნებული ვარ, რომ ერთობლივი ძალისხმევით შევძლებთ ჩვენი ორმხრივი ურთიერთობების სრული პოტენციალის ათვისებას,” – განაცხადა პრემიერმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები