უკრაინაში არსებული სიტუაციის გამო იაპონიამ რუსეთს დამატებითი სანქციები დაუწესა

  საინფორმაციო სააგენტო ,,იტარ-ტასის“ ინფორმაციით, იაპონიის პრეზიდენტმა უკრაინაში არსებული სიტუაციის გამო რუსეთისთვის დამატებითი სანქციების დაწესება მოიწონა. გადაწყვეტილება მინისტრთა კაბინეტმა დღევანდელ სხდომაზე მიიღო, რომელსაც იაპონიის პრემიერი სინძო აბე ხელმძღვანელობდა.
მედიის ინფორმაციით, იაპონიის ახალი სანქციების სიაში 40 ფიზიკური პირი და ორი კომპანია – ყირიმის “ჩერნომორნეფტგაზი” და “ფეოდოსია” შევიდა. დამატებითი სანქციების სიაში უკრაინის ყოფილი პრეზიდენტი ვიქტორ იანუკოვიჩი და ოკუპირებული ყირიმის პრემიერ-მინისტრი სერგეი აქსენოვიც მოხვდნენ. უკრაინული მედია იუწყება, რომ იაპონიის დამატებითი სანქციები სიაში მოხვედრილი ფიზიკური და იურიდიული პირების საბანკო ანგარიშების გაყინვას ითვალისწინებს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები